თეგებით ძიება
30. 06. 2024 მსოფლიო

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს

საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს.

ფრანგული მედიის ცნობით, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 65,5% შეადგინა, რაც მკვეთრად აღემატება 2022 წლის მონაცემს, რომელიც 47,5% იყო.

საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. საფრანგეთის მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს აირჩევენ. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) ხმების 30%-ზე მეტი მიიღო, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსმა“ – 14.6%.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა