4:1 - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა
ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში საქართველო-ესპანეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4-1 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში ესპანეთმა წნეხი გააძლიერა და კიდევ უფრო მეტი დიდი უპირატესობის მოპოვება შეძლო,
სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო.
ესპანეთის მხრიდან კი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე გავიდა.
51-ე წუთზე ესპანეთის უპირატესობა რუისმა გაზარდა, 75-ე წუთზე უილიამსმა გაიტანა, ხოლო 83-ე წუთზე ოლმომ.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.