თეგებით ძიება
01. 07. 2024 სპორტი

საქართველომ ამ ტურნირში მთელი ძალები ჩადო და გულშემატკივრებს სიამაყის მიზეზი მისცა - BBC-ის კომენტატორი

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მერვედფინალურ ეტაპზე, ესპანეთთან მარცხით დასრულდა, თუმცა, სპორტული გამოცემები და ექსპერტები, ქართველი ფეხბურთელების თამაშს დადებითად აფასებენ როგორც მთლიანად ტურნირზე, ისე, გუშინდელ შეხვედრაში.

ერთ-ერთი მათგანია BBC-ის სპორტული კომენტატორი კრის სატონი.

„საქართველომ ამ ტურნირში მთელი ძალები ჩადო და გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველი მისცა“, - აღნიშნავს ის, EURO2024-ზე საქართველოს ასპარეზობის შეჯამებისას.

ესპანეთთან შეხვედრას დადებითად აფასებს BBC-ის მიმომხილველი ემა სანდერსი. მისი შეფასებით, ამ შეხვედრაზე დაფიქსირებული ანგარიში არ ასახავს საქართველოს თამაშის ხარისხს.

„საქართველომ გერმანია ისე დატოვა, მოწინააღმდეგეების პატივისცემა დაიმსახურა თავის სადებიუტო დიდი ტურნირის პლეი-ოფში ზღაპრული გასვლის შემდეგ. მეკარე მამარდაშვილმა ისინი თამაშში 50-ზე მეტი წუთის განმავლობაში დატოვა, მანამ ფაბიან რუისის თავურმა დარტყმამ ესპანეთი წინ არ გაიყვანა, ხოლო „ნაპოლის“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია შეტევაში სთარდასთივით არ გაიჭრა. ამ შეხვედრის ანგარიში შესაძლოა, არ ასახავდეს საქართველოს ბრწყინვალებას და იმ საფრთხეებს, რაც მათ ესპანელთა კართან შექმენს“, - წერს საფეხბურთო მიმომხილველი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეძლეს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა