თეგებით ძიება
01. 07. 2024 მსოფლიო

მარინ ლე პენმა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში 33% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა

ოფიციალური ინფორმაციით, საფრანგეთში 30 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის „ნაციონალურმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ამომრჩეველთა ხმების 33% მიიღეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

მემარცხენე პარტიების და „მწვანეთა“ ალიანსს ამომრჩეველთა 28%-მა მისცა ხმა, ხოლო ემანუელ მაკრონის სამთავრობო გაერთიანებას 20%-მა.

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მეორე ტურის შემდეგ ლე პენმა და მისი გაერთიანების წევრებმა შეიძლება საფრანგეთის ეროვნულ კრებაში აბსოლუტური უმრავლესობა მიიღონ.

577 სადეპუტატო მანდატის განაწილება იმაზეც არის დამოკიდებული, რომ ზოგიერთმა კანდიდატმა, შესაძლოა, მეორე ტურში კანდიდატურა მოხსნან, რათა ლე პენის პარტიის აბსოლუტური გამარჯვება არ დაუშვან.

ამომრჩეველთა აქტივობამ 60% შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა