"ეს ზღაპრის მხოლოდ დასაწყისია!" - ისრაელის ელჩი საქართველოში
"ეს ზღაპრის მხოლოდ დასაწყისია!" - ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეხმაურა:
“ბრწყინვალე დებიუტი, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის, მთელი ქვეყნისთვის და უბრალოდ, ფეხბურთის მოყვარულთათვის, სავსეა დაუვიწყარი მომენტებით. გილოცავთ ყველას, ეს ზღაპრის მხოლოდ დასაწყისია!” - წერს დიპლომატი და ფოტოებს აქვეყნებს.