რუსეთი, ერთი თვით, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა
გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა, ერთი თვით, რუსეთს გადაეცა.
რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ორშაბათს გაიმართება, რა დროსაც, მომავალი თვისთვის უშიშროების საბჭოს სამუშაო პროგრამა დამტკიცდება.
ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია პრესკონფერენციას გამართავს.
ბოლოს, რუსეთი 2023 წლის აპრილში იყო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.