30 მოგერიება ოთხ მატჩში - მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მე-2 ადგილზეა
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრების მეკარეს ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა.
სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა.
კონკრეტულ ერთ ევროპის ჩემპიონატზე მეკარეების სეივების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხუთეული ასეთია:
1. იგორ აკინფეევი (რუსეთი, ევრო 2008) – 32 სეივი (5 მატჩში)
2. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ევრო 2024) – 30 სეივი (4 მატჩში)
3. ფრანჩესკო ტოლდო (იტალია, ევრო 2000) – 30 სეივი (6 მატჩში)
4. პეტერ შმეიხელი (დანია, ევრო 1992) – 27 სეივი (5 მატჩში)
5. ლუის არკონადა (ესპანეთი, ევრო 1984) – 24 სეივი (5 მატჩში)
ევრო 2024-ს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობის საუკეთესო მეკარეებს შორის პირველ ადგილზეა:
1. გიორგი მამარდაშვილი, საქართველო - 30
2. თომას სტრაკოშა, ალბანეთი - 13
3. კასპერ შმეიხელი, დანია - 12
4. ფლორიან ნიტა, რუმინეთი - 12
5. ბარტ ვერბრიუგენი, ნიდერლანდები - 12