თეგებით ძიება
01. 07. 2024 მსოფლიო

თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა ორშაბათს შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს გემების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის კუთხით.

რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებლები არიან და ომი საფრთხეს უქმნის ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას.

კიევმა შავი ზღვის საკუთარი საექსპორტო მარშრუტი გასულ წელს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის, თურქეთისა და გაეროს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა. ამან გაზარდა ექსპორტი და დაეხმარა ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარებაში, ვიდრე პროგნოზირებული იყო, მაგრამ მარშრუტი კვლავ სარისკოდ რჩება. 

უკრაინამ მარტში განაცხადა, რომ მისი შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტი თითქმის დაუბრუნდა ომამდელ მოცულობას, თუმცა, ოდესის ირგვლივ მდებარე პორტები ხშირად რუსეთის მხრიდან თავდასხმების ქვეშ ექცევიან, რაც აფერხებს ოპერირებას.

2023 წლის აგვისტოში საზღვაო დერეფნის გახსნის შემდეგ უკრაინამ 37,4 მილიონი ტონა აგრარული პროდუქცია გაიტანა ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და პივდენნიიდან, განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ კვირას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა