იზმირში, ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა
თურქეთის ქალაქ იზმირში, ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ პროპანის ავზმა გამოიწვია.
პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც, შესაძლოა ინციდენტზე იყოს პასუხისმგებელი.