გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ დაბრუნდა
ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „მეცში“ დაბრუნდა. ამის შესახებ reuters-ი წერს.
„მიქაუტაძემ 13 მილიონ ევროიანი ტრანსფერი გააფორმა ფრანგულ კლუბ "მეცშთან", სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარში თამაშობდა.
საფრანგეთში დაბადებულმა მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე ქართული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და სამი გოლი გაიტანა.
მიქაუტაძე ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.“ - წერს reuters-ი.