თეგებით ძიება
02. 07. 2024 სპორტი

სავსე ვარ ჩვენი ნაკრების მიმართ მადლიერების განცდით, მათ სიამაყით, რწმენით და სიყვარულით აგვავსეს - ეკა დემეტრაძე

ისინი ჩვენთვის არიან ყველაზე დიდი ჩემპიონები და ასე იქნება სულ, მადლობა მათ - მსახიობი ეკა დემეტრაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს აეროპორტთან სხვა უამრავ გულშემატკივართან ერთად დახვდა.

"სულ იმას ვამბობ, რომ სავსე ვარ ჩვენი ნაკრების მიმართ მადლიერებს განცდით, იმიტომ, რომ ამ დღეების განმავლობაში რაც მათ სიამაყით, რწმენით და სიყვარულით აგვავსეს, ამაზე უფრო ძირფასი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი არ არსებობს. ისინი ჩვენთვის არიან ყველაზე დიდი ჩემპიონები და ასე იქნება სულ და მადლობა მათ", - ამბობს ეკატერინე დემეტრაძე. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. „ჯვაროსნები“, გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, გერმანიიდან საქართველოში 2 ივლისს, დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.

ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა და სწორედ იმ შეძახილებით შეეგება, რომლითაც ევრო 2024-ის პირველი დღიდან ამხნევებდა.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა