თეგებით ძიება
02. 07. 2024 სპორტი

"გიორგი საქართველოში გახდა აღმოჩენა, თორემ ირანში არის ძალიან დიდი მოვლენა" - ვინ არის და რას ჰყვება გიორგი გველესიანის მეუღლე?

"ემოციური ორი კვირა გვქონდა, ხმაზეც მეტყობა, ნაბრძოლი ხმა მაქვს… გიორგი და ბიჭები არიან გახარებულები ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი ძალიან გულდაწყვეტილებიც, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ პროფესიონალიზმზე“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, გიორგი გველესიანის მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი საუბრობს.

ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მეუღლე სიამაყით ჰყვება იმ ზღვა ემოციებზე, რომელიც ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენს ქვეყანას მოუტანა.

ლინდა ამბობს, რომ ფეხბურთელი ნაკრებში გამოძახებას დიდი ხანია ელოდა და მას, როგორც მეუღლეს გულისტკივილიც კი ჰქონდა ამ მხრივ, თუმცა ახლა ვფიქრობს , რომ ფეხბურთელი სრულიად დამსახურებულად დგას ნაკრების გვერდით.

"გიორგი დაახლოებით რვა წრელია ირანში მოღვაწეობს, პერსეპოლისი არის წარმატებული გუნდი, ამ გუნდს ჰყავს უზომოდ ბევრი გულშემატკივარი, გიორგი საქართველოში გახდა აღმოჩენა ახლა, თორემ ირანში რომ ჩახვიდეთ, არის ძალიან დიდი მოვლენა, მას ჰყავს თაყვანისმცემლების არმია, ამ შანსს გიორგი დიდი ხანია ელოდებოდა, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას, მე როგორც მეუღლეს გულისტკივილიც მქონდა და ახლა ვფიქრობ , რომ სრულიად დამსახურებულად დგას ნაკრების გვერდით“ – ამბობს “პალიტრა ვიდეოსთან“ ლინდა კიკოლაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი ბოლო დღეებში არნახულად პოპულარულია. გიორგი უკვე წლებია, ირანში, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა