თეგებით ძიება

მეტრეველი: ევროკავშირში გაწევრიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასევე ქართული ფეხბურთის განვითარებისვის და ქართველი ფეხბურთელების წინსლვისთვის

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ბოლო პერიოდის მოვლენებს სოც. ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მალე ისევ პოლიტიკურ თემებს უნდა დავუბრუნდეთ:

აწი ნელ-ნელა ყველა პოლიტკაზე წერას უნდა დავუბრნდეთ  და ამიტომ ისევ ფეხბურთიდან გადავიდეთ. 🙂

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასევე ქართული ფეხბურთის განვითარებისვის და ქართველი ფეხბურთელების წინსლვისთვის, რადგან ევროპული კლუბებისთვის მოქმედებს შეზღუდვა არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე. ლიმიტი,როგორც მახსოვს,  არის 5. ანუ ევროპულ საფეხბურო კლუბს შეუძლია მხოლოდ 5 არაევროკავშირელი ფეხბურთელის აყვანა და ამ კვოტას ძირითადად ავსებენ, ხოლმე, ბრაზილიელი ,არგენტინლეი და აფრიკელი მოთამაშეები, რადგან მათზე მაღალი მოთხოვნაა. შესაბმსიად ქართველი ფეხბურთელი რომ კარგ ევროპულ კლუბში მოხვდეს, რაღაც სასწაულებს უნდა აკეთებდეს, რომ მას დაუთმონ ეს კვოტა და არა რომელიმე ბრაზილიელს, არგენტინელს, ან აფრიკელს. 

ამ მიზეზით ბევრი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ჩაშლილა ევროპულ კლუბში. მერე მიდოდნენ რუსეთებში და ასეთ ქვეყნებში. როდესაც ევროკავშირის წევრი გავხვდებით, ბუნებრივია, ეს შეზღუდვა ჩვენზე აღარ გავრცელდება და ევროპულ კლუბებს უფრო მარტივად შეძლეათ ქართველი ფეხბურთელების აყვანა. შესაბამსიად, ფეხბრთელებს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდასაჭრად მარტო პატრიოტიზმი კი არა ,პრაგმაული ინტერესიც უნდა ამოძრავებდეთ."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა