CBS: ოჯახის წევრები მოუწოდებენ ბაიდენს არ მოხსნას კანდიდატურა არჩევნებიდან
ოჯახის წევრები მოუწოდებენ ჯო ბაიდენს არ მიაქციოს ყურადღება დონალდ ტრამპთან წაგებულ დებატებს და გააგრძელოს წინასაარჩევნო კამპანია.
ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CBS ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, სწორედ ამაზე საუბრობდნენ 30 ივნისს საოჯახო სადილზე, რომელიც კემპ-დევიდის რეზიდენციაში გაიმართა.
ჟურნალ Vogue-თან საუბარში აშშ-ს პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა ტრამპთან გამართული დებატების 90 წუთით იყოს განსაზღვრული. "ოჯახი გააგრძელებს ბრძოლას, ჩემი მეუღლე კი ყოველთვის ისე იქცევა როგორც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი",- განაცხადა ჯილ ბაიდენმა.
კონტექსტი
29 ივნისს CNN-ის ორგანიზებით გამართული საპრეზიდენტო დებატების პირველი რაუნდი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ბაიდენის მიერ განცდილი ჯერჯერობით ყველაზე დიდი მარცხია.
მაყურებელთა 67%-მა დებატებში გამარჯვებულად დონალდ ტრამპი დაასახელა. ამავე აზრზს ემხრობიან ანალიტიკოსებისა და კომენტატორების უმრავლესობა.