თეგებით ძიება
02. 07. 2024 მსოფლიო

ისრაელმა, ევაკუაციის ბრძანების შემდეგ, სამხრეთ ღაზას დაარტყა

ისრაელმა ღაზას სამხრეთით ახალი დარტყმები განახორციელა, რის გამოც ასობით პალესტინელმა ტერიტორია დატოვა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

მედიკოსებისა და პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალაქ ხან-იუნისსა და მის მიდამოებში განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელები გააფრთხილა, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია დატოვონ, მას შემდეგ რაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ტერიტორიისკენ 20-მდე რაკეტა გაუშვეს, რომელთაგანაც რამდენიმე ჩამოაგდეს, დანარჩენი კი - ღია ტერიტორიაზე დაეშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ აიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა