თეგებით ძიება
02. 07. 2024 მსოფლიო

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, ამნისტიის მიუხედავად, კატალონიელი სეპარატისტების დაკავების ორდერები ძალაში დატოვა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კატალონიელი სეპარატისტების დაპატიმრების ორდერები, რადგან დაადგინა, რომ მიღებული ამნისტიის კანონი მათზე არ ვრცელდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა დამღუპველად იმოქმედოს ესპანეთის მმართველ კოალიციაზე და პირადი შედეგები მოჰყვეს კატალონიის ყოფილი ლიდერისთვის, კარლეს პუჩდემონისთვის, რომელიც საფრანგეთში იმყოფება.

პუჩდემონის პარტიამ, „ერთად კატალონიისთვის“ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, 30 მაისს ესპანეთის პარლამენტმა კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცა. კანონის თანახმად, ამნისტია დაახლოებით 370-ს ადამიანს უნდა შეხებოდა, რომლებიც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა