UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯამში 46 000 ევროთი დააჯარიმა
UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან შეხვედრის დღეს სტადიონზე პიროტექნიკის გამოყენების გამოც დააჯარიმა - 6 250 ევროთი. ამ თამაშის დაწყებამდე, დორტმუნდში სტადიონზე საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის ხანმოკლე ჩხუბის გამო საქართველოს ფედერაცია 30 000 ევროთი დაჯარიმდა, თურქეთი - 25 000 ევროთი. თურქეთი 9 750 ევროთი დააჯარიმეს პიროტექნიკის გამოყენების გამო.
ფედერაციას 8 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა პორტუგალიასთან მატჩის დროს გულშემატკივრების მოედანზე შევარდნის გამო, ხოლო დამატებით 1 750 ევროს ჯარიმა გულშემატკივრების მიერ სტადიონზე პიროტექნიკის გაშვების გამო. ამავე მატჩის დროს პორტუგალია 3 750 ევროთი დაჯარიმდა სხვადასხვა საგნების სროლის გამო.
ჯამში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 46 000 ევროთი დააჯარიმდა.