თეგებით ძიება
02. 07. 2024 სპორტი

ვაჯობეთ ყველას, ქომაგობით, სიყვარულით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა - ბუდუ ზივზივაძის მამა

მიხეილ მესხის სტადიონის ბაზაზე, სადაც სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი ფეხბურთელები აეროპორტიდან მივიდნენ, იმყოფებიან ასევე ფეხბურთელების ოჯახის წევრები, მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები და ქომაგების მცირე ნაწილი.

ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა მთელ საქართველოს. გაოცებული ვარ გულშემატკივრების და ხალხის ჩამოსვლით ნებისმიერ თამაშზე. პირველ თამაშში ცოტა თურქებმა დაგვჩაგრეს, მაგრამ დანარჩენში ვაჯობეთ ყველას, ქომაგობით, სიყვარულით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. საქართველოდანაც მოდიოდა დადებითი აურა, ვინც არ იყო ჩამოსული," - აღნიშნა ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ქართველ გულშემატკივარს ნაკრების წარმატება მიულოცა.

"თანმიმდევრულად მივდიოდით იმისკენ, რომ ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალა ვყოფილიყავით. უკვე ვართ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის. ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, იმ გულშემატკივარს, რომელიც გერმანიაში იყო, რომელიც სტადიონზე იყო. ასევე, თითოეულ გულშემატკივარს საქართველოს თითოეულ წერტილში," - აღნიშნა დავით მუჯირმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა