თეგებით ძიება
02. 07. 2024 მსოფლიო

სი ძინპინი ყაზახეთში ჩავიდა

სი ძინპინი ყაზახეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.

„ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტითა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 24-ე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა“, - აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

ვიზიტის ფარგლებში, სი ძინპინი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება.

ყაზახეთის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი ტაჯიკეთს ეწვევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა