თეგებით ძიება
02. 07. 2024 სპორტი

"შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩეპიონატია" - ხვიჩა კვარაცხელია

ინტრევიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან - საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა რომელმაც საქართველო მთელს მსოფლიოს გააცნო, "პირველი" ინტრვიუ "ტვ პირველს" მისცა, თქვა რომ  ეროვნულმა ნაკრებმა საქრთველო ევროპაში უკვე შეიყვანა, თუმცა ყველაფერი ახლა იწყება.

"გაუმარჯოს საქართველოს. ველოდებოდით გულშემატკივრებისგან ასეთ დახვედრას. ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო საქართველოშიც და აქაც ველოდით, რომ დაგვხდებოდნენ. ჯერ კიდევ წინ არის ეს ზეიმი, რაც გველოდება. რონალდუსთან შეხვედრა ოცნება იყო და ოცნება ამიხდა. ძალიან დიდი გამოცდილება იყო  მასთან თამაში. შემდეგი ოცნება არის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში", - თქვა კვარაცხელიამ. 

ჯვაროსნების სრული შემადგენლობა საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა