თეგებით ძიება

ერთწლიანი სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Metromoney-ს გვერდზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ერთწლიანი სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა