თეგებით ძიება
02. 07. 2024 მსოფლიო

პატელი: როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან ჩართულობა

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან ჩართულობა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

ვედანტ პატელმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვას უპასუხა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებიც გვინდა პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

მან ასევე ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას.

„ჩვენ ჯერ კიდევ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და არსებობს სხვა საკითხები, რომლებსაც მათთან აუცილებლად განვიხილავთ“, - დასძინა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა