თეგებით ძიება
02. 07. 2024 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთის მორიგი შეთქმულება აღკვეთეს, რომლის მიზანი ქვეყანაში საზოგადოებრივი არეულობის გაღვივება იყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთის მორიგი შეთქმულება აღკვეთეს, რომლის მიზანი ქვეყანაში საზოგადოებრივი არეულობის გაღვივება იყო. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ გამოავლინეს ჯგუფი, რომელსაც ბრალად ედება არეულობის მოწყობა, პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდება და ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობის შეცვლა.

გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა ოთხი პირი დააკავა.

ოფიციალური პირების განაცხადებით, ეს იმის შეხსენებაა, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, კრემლს მტკიცედ გადაწყვეტილი აქვს, დაამხოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა ნებისმიერი გზით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა