თეგებით ძიება

ამილახვარი: ბიუჯეტიდან ხელფასებისთვის დამატებით 250 მილიონი ლარი გამოიყო, ეს არის უპრეცედენტო თანხები

ბიუჯეტიდან ხელფასებისთვის დამატებით 250 მილიონი ლარი გამოიყო, ეს არის უპრეცედენტო თანხები, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ პედაგოგების ხელფასების ზრდის თემაზე საუბრისას.

მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის ხელფასების უპრეცედენტო მატება, რომლის მსგავსი სხვა პროფესიებში არ მომხდარა.

„იცით, წელს ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა ნახევარი მილიარდი ლარით და წლიურ ჭრილში თუ ვიანგარიშებთ, პედაგოგების ხელფასების ბიუჯეტს 250 მილიონი ლარი ემატება. შესაბამისად, ბიუჯეტიდან ხელფასებისთვის დამატებით 250 მილიონი ლარი გამოიყო. ეს არის უპრეცედენტო თანხები. დღეს რეალურად, ახალი სახელფასო პოლიტიკით ვიღებთ იმას, რომ პირველი იქნება თანასწორობა, რა თქმა უნდა სტატუსების მიხედვით იქნება განსხვავებული დანამატი. თუმცა, ვამბობთ ერთ რამეს, რომ საათობრივი დატვირთვა ანუ შრომა უნდა დაფასდეს თანაბრად, ვინაიდან, ვისაც კომპეტენცია დადასტურებული აქვს, მათ უფლება აქვთ, მიიღონ ღირსეული ანაზღაურება. ეს ფაქტობრივად, არის, პირდაპირი ინვესტიცია ზოგადი განათლების მიმართულებით და დარწმუნებული ვართ, კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკასთან ერთად, რომელსაც თითოეული პედაგოგის ინტერესებზე მოვარგებთ, ძალიან მალე, სულ რამდენიმე წელში მივიღებთ ერთიორად გაზრდილ ხარისხს ჩვენს სკოლებში“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა