ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთმა ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა
ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთმა 2024 წელს ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა. ირანული მედია წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ისლამურ რესპუბლიკაზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, ნავთობის იმპორტი ირანიდან არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ევროკავშირის წევრი ბულგარეთისა და პოლონეთის მიერაც ხორციელდება.
ირანულ მედიაში ევროსტატზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბულგარეთმა 2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ირანიდან 314 ტონა ნავთობი ან ნავთობპროდუქტი ჩაიტანა, პოლონეთმა კი 2024 წლის მარტში ირანული ნავთობისა თუ ნავთობპროდუქტის 19 ტონა ტვირთი მიიღო.