14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს უვადო პატიმრობა მიესაჯა
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს უვადო პატიმრობა შეეფარდა.სასამართლო პროცესი თელავში დღეს გაიმართა.
აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ. ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.
დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული - აითაჯ შახმაროვას დედა, ბიძა და მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.