თეგებით ძიება
02. 07. 2024 სპორტი

ემოციები რომ აღარ მეყო, ტირილი დავიწყე - გიორგი მამარდაშვილის დედა

ემოციები რომ აღარ მეყო, ტირილი დავიწყე - ასეთია ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნებული, საქართველოს ნაკრების კარის მცველის, გიორგი მამარდაშვილის დედის ემოციები.

"ძალიან ბედნიერები ვართ მთელი ოჯახი ამ ყველაფრით. ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ჯერჯერობით, რაც კი მიუღია. ემოციები რომ აღარ მეყო, ტირილი დავიწყე ბოლოს. ჩემი შვილის წარმატებით უბედნიერესი ვარ. ხალხს ვეტყოდი, რომ უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც ბიჭებს უკეთებენ" - ამბობს თამუნა ბლიაძე.

ჯვაროსნების სრული შემადგენლობა საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა