თეგებით ძიება
02. 07. 2024 მსოფლიო

პრეზიდენტ ზელენსკის ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე - ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა, ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა განიხილოს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

როგორც ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკებების ტემპის დაჩქარება შეუძლია. 

"ბატონ პრეზიდენტს შევთავაზე, დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ იქნება შესაძლო სხვა გზით წასვლა, პაუზის გაკეთება - ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ, მოლაპარაკებების დაწყება და გაგრძელება. ცეცხლის შეწყვეტას ხომ ამ მოლაპარაკებების ტემპის დაჩქარება შეუძლია“, - ამბობს ორბანი.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ ანგარიშს მოამზადებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა