თეგებით ძიება
02. 07. 2024 სპორტი

მსოფლიო აკვირდება ჩვენს ყველა ფეხბურთელს და ამ ბიჭებს ეს დაუფასდებათ - ქოჩორაშვილის მამა

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკვე ჩემპიონები არიან, რადგან მათ საქართველოს ნანატრი ოცნება აუხდინეს.

"ამაღლებული განწყობაა და რა თქმა უნდა, ამ ბიჭებმა გააკეთეს ის, რაც წლების განმავლობაში ქართველი ერის  ოცნება იყო. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ სულ უფრო წინ და წინ წავლენ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამ ბიჭებმა ისეთი თამაშები ჩაატარეს, მე ვფიქრობ, რომ ჩემპიონები არიან, უბრალოდ ის შედეგი დაიდება აუცილებლად აისახება იმ ცხრილში, რა ცხრილშიც უბრალოდ ვერ მოვხდით. ეს ის ფორუმია, სადაც მთელი მსოფლიო აკვირდება ყველა ფეხბურთელს და ვფიქრობ, ამ ბიჭებს ეს დაუფასდებათ", - ამბობს ქოჩორაშვილის მამა.

ჯვაროსნების სრული შემადგენლობა საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა