"პირველი არხის" გადაწყვეტილებით, ბაციკაძე და კალატოზი EURO 2024-ის მატჩებს აღარ წაიყვანენ
სპორტული კომენტატორები ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი პირველი არხის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის მატჩებს აღარ წაიყვანენ. ამის შესახებ კომენტატორებმა "ორშაბათობა"-ს ლაივში ისაუბრეს.
მათივე თქმით არხთან ერთთვიანი კონტრაქტი ჰქონდათ, რაც გულისხმობდა EURO 2024-ს მატჩების წაყვანას, თუმცა პირველი არხი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მატჩებს აღარ წაიყვანენ, რადგან გერმანიიდან ჩამოდიან მათი კომენტატორები.
"მესიჯი მომივიდა, რომ პირველმა არხმა შეცვალა პოლიტიკა, რომ ჩამოდიან კომენტატორები უკვე გერმანიიდან და ისინი წაიყვანენ მხოლოდ ამ ევროპის ჩემპიონატს, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმური მიზეზია, მაგრამ წინაპირობებსაც გააჩნია.
უნდა წაგვეყვანა პორტუგალია-სლოვენია და რუმინეთი-ნიდერლანდები. პორტუგალია-სლოვენიის თამაშზე, როგორც ვიცი, კომენტატორები ჩამოსულები არ იყვნენ". - ამბობს კალატოზი.
კომენტატორები თვლიან, რომ ოფიციალური ვერსია შეიძლება არ იყოს მათი გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მატჩის ბოლოს ტატო ბაციკაძის მიერ Europop-ის ლაივის ხსენება, თუმცა ესეც არ მიაჩნიათ დამაჯერებელ მიზეზად.
"ხუმრობით ვთქვი რა, დავამატე, რომ ბარემ მეც გავარეკლამებ ჩემს გადაცემასთქო, თან ჩემს ვთქვი, კარგად მახსოვს. დღეს ეს ამბავია, რომ ოფიციალური მიზეზი არის, რომ უბრალოდ პირველ არხზე წაიყვანონ დარჩენილი თამაშები იმ კომენტატორებმა, რომლებიც იქ მუშაობენ.
სავარაუდო ვერსია, ვარაუდის დონეზე არის (Europop-ის რეკლამა), მეც მეჩვენება, რომ გადამეტებულია მაგის გამო ადამიანი რეპორტაჟებზე აღარ დასვა იმიტომ, რომ მგონია შეგიძლია უბრალოდ გაფრთხილებით შემოიფარგლო, მაგრამ ამას (გიორგი კალატოზს) რას ერჩოდით, ეს რა შუაშია". - ამბობს ტატო ბაციკიძე
კომენტატორების თქმით კონტრაქტი არ დარღვეულა, რადგან მიუხედავად იმისა რომ პირველ არხზე მატჩებს აღარ წაიყვანენ ანაზღაურებას სრულად აიღებენ.
ტაბულა