თეგებით ძიება
03. 07. 2024 მსოფლიო

13 წლის გოგონა მეხის ჩამოვარდნას ემსხვერპლა - სად მოხდა შემთხვევა?

საბერძნეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე, 13 წლის გოგონა (დოროთეა), რომელიც მშობლებისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იმყოფებოდა, მეხის დარტყმას ემსხვერპლა. 

დოროთეა მშობლებთან ერთად, ფაროსის სანაპიროზე [სალონიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით] ბანაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც დოროთეას მამამ ჭექა-ქუხილის ხმა გაიგო, დაინახა, რომ მისი მეუღლე და ქალიშვილი ქვიშაზე დაეცა.

პოლიციის ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო ექსპერტიზის აზრით, უბედური შემთხვევა მოზარდის საცურაო კოსტუმზე დამაგრებულმა ღილაკის ზომის ლითონის მძივმა გამოიწვია.

„კურორტზე დასასვენებლად მყოფი ოჯახის წევრები წვიმის დაწყებისთანავე ამოვიდნენ ზღვიდან, თუმცა ამინდი გაუარესდა. ეს ზაფხულის ქარიშხალი იყო, რომელიც ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე უბედურებას. ელვა ხანგრძლივი აღმოჩნდა,“ - განაცხადა კასანდრიის მერმა ანასტასია ჰალკიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა