თურქეთის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთში მასობრივი არეულობის მონაწილე ასობით ადამიანი დააკავა
თურქეთის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთში მასობრივი არეულობის მონაწილე ასობით ადამიანი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 470-ს აღემატება.
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიელმა მიგრანტმა ბავშვზე სექსუალურად იძალადა. ადგილობრივმა მოსახლეობამ სირიელების სახლები და სავაჭრო ობიექტები დაარბია.