თეგებით ძიება
03. 07. 2024 მსოფლიო

საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ულტრამემარჯვენეების მეტოქე პარტიებიდან 180-ზე მეტი კანდიდატი გამოეთიშა

საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ულტრამემარჯვენეების მეტოქე პარტიებიდან 180-ზე მეტი კანდიდატი გამოეთიშა. მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ „რესპუბლიკური ფრონტი“ იქმნება.

კერძოდ, ოპონენტმა პარტიებმა დაბალრეიტინგული კანდიდატების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის მოწინააღმდეგე ამომრჩეველთა ხმები აღარ დანაწევრდეს და ლე-პენის პარტიასთან გამარჯვების მაღალი შანსი ჰქონდეთ.

საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება. პირველ ტურში ულტრა-მემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ ხმების 33.2% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა