მეტრეველი: მიხარია, რომ გუშინ არ ვიჩქარე და დიმა ობოლაძეზე გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავავრცელე
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოც. ქსელში სტატუს აქვეყნებს:
„მიხარია, რომ გუშინ არ ვიჩქარე და დიმა ობოლაძეზე გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავავრცელე. ესე იგი, ჯერ კიდევ ვახერხებ ფხიზლად და ეჭვით შევხედო რაღაცებს, თუმცა ეს ამბავი ჭკუის სასწვლებელი მარტო იმ ხალხისთვის არაა, ვინც შეცდა და გაავრცელა.
ეს ხალხი გულწრფელად იხდის ბოდიშს და აქედან დასკვნებსაც გამოიტანს, მაგრამ იმათ რა გეშველაბთ, მთავრობის დავალებით შეგნებულად რომ ავრცელებთ ფეიკებს, შეგნებულად რომ ანადგურებთ ადამიანებს?
"იმედის" თანამშრომლების ადგილზე საერთოდ ხმას არ ამოვიღებდი. სხვა საზიზღრობებს რომ თავი დავანებოთ, თქვენ მთელი ცხოვრება მარტო ის გეყოფათ, რაც ილიჩოვას და ივერი მელაშვილს გაუკეთეთ 2020-ის არჩევნების წინ.
მარტო იმისთვის, რომ წინსაარჩევნოდ წინა ხელისუფლებისთვის შავი პიარი აგეგორებინათ, ორი უ-ბრალო ადამიანი გაწირეთ და მთელი ქვეყნის წინაშე სამშობლოს მოღალტეებად გამოაცხადეთ, მთელ ქვეყანას ალანძღინეთ და აგინებინეთ. პიარის კარგად ასაგორებლად ეკრანზე დააწერეთ "გარეჯი საქარღველოა" და როგორც კი არჩევნები მორჩა ამ ადამიანების "დანაშაულიც" დაივიწყეთ და ეს წარწერაც მოხსენით, ვითომ არაფერი მომხდარა. რატომ აღარ გაქვთ წარწერა? აღარაა გარეჯი საქარღველო? ღუ ილიჩოვას და მელაშვილის მიერ "გადამალული" და მერე "ოცნების" აღმოჩენილი რუკებით უკვე დავიბრუნეთ სადაო მონასტრები?
მაშინ თქვენს მიერ გაკეთებული ეს სიბოროტე არასდროს მიეცემა დავიწყებას, თუმცა ის, რა თქმა უნდა, არ ამრთლებს იმას, რაც დიმა ობოლაძესთან დაკავშირებით მოხდა, მაგრამ ეს ამბავი კიდევ ერთი საინტერესო დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა: ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია უკვე ისე დაბალია და ხალხს იმდენად აღარ ევასება, რომ მათთან და მათ მედიებთან დაკავშირებულ ყველა ადამიანზე უკვე იოლად იჯერებენ ყველაფერ ცუდს. ამიტომაც დაიჯერეს, მაგალითად ასე მარტივად ის, რომ ბუდუ ზივზივაძის ნაკრებში თამაში შეიძლებოდა ხელისუფლებას დაებლოკა ანუ მათგან უკვე აღარაფერი გაუკვირდებათ.
დაახლოებოთ ისეთი ვითარებაა, სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში რომ იყო. მიშაზე და მასთან დაკავშირებულ ადამიანებზე, რა საზიზღრობაც არ უნდა გავრცელებულიყო, ხალხი უკვე ყველაფერს იჯერებდა, სანდრას მიერ ორგანოებით ვაჭრობის ჩათვლით.
როცა ასეთი ვითარება იქმნება, ეს მარტო საზოგადოების კი არა, უპირველესად ხელისუფლების პრობლემაა. ეს არის მთავარი სამპტომი, სადამდეა დაცდმული შენი ლეგიტიმაცია. აღარეფერს ვამბობ იმაზე პრემიერი ხალხის წინაშე რომ ვეღარ გამოდის, რადგან ხალხი სტვენით და დემარშით ხვდება.“ - წერს მეტრეველი.