თეგებით ძიება

"ხალხი მართალია, როცა კობახიძის მიმართ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას გამოხატავენ ქალბატონი სალომეს მიმართ" - იაგო ხვიჩია

ხალ­ხი ზოგ­ჯერ მარ­თა­ლია და ზოგ­ჯერ ცდე­ბა - მა­გა­ლი­თად, მარ­თა­ლია, რო­დე­საც კო­ბა­ხი­ძის მი­მართ გარ­კვე­ულ პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტა­ვენ, მაგ­რამ ცდე­ბა, როცა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს მი­მართ გა­მო­ხა­ტა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ წევ­რმა, იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლით იგი გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე „სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლო­ბა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს“

გა­მოს­ვლას შეკ­რე­ბი­ლი ზო­გი­ერ­თი გულ­შე­მატ­კივ­რის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლო შე­ძა­ხი­ლე­ბი მოჰ­ყვა.

ხვი­ჩი­ას თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არა­ვის­თვის არ მი­უ­ცია, რომ ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის.

"ხალ­ხი ზოგ­ჯერ მარ­თა­ლია და ზოგ­ჯერ ცდე­ბა. მა­გა­ლი­თად, მარ­თა­ლია, რო­დე­საც კო­ბა­ხი­ძის მი­მართ გარ­კვე­ულ პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტა­ვენ, მაგ­რამ ცდე­ბა, როცა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს მი­მართ გა­მო­ხა­ტა­ვენ. იმი­ტომ რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არა­ვის­თვის არ მი­უ­ცია, რომ ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის. ცხა­დია, რომ ზე­ი­მის დროს ჩვენ ადა­მი­ა­ნებს კრი­ტი­კულ ანა­ლიზს ვერ მოვ­თხოვთ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ემო­ცი­უ­რი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ სი­მარ­თლის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი და ხალ­ხის გვერ­დში მდგო­მი. თუ ეს უნდა ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს, მას ბევ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი გა­აჩ­ნია.

მა­გა­ლი­თად, შე­უძ­ლე­ბე­ლია მას არ ეს­მო­დეს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მისი სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით ბევრ ადა­მი­ანს ცი­ხე­ში უკა­ნო­ნოდ ამ­ყო­ფებს. ის არა­ფერს არ აკე­თებს ამ ხალ­ხის ცი­ხი­დან გა­მო­სახ­სნე­ლად. ამი­ტომ, ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ზე­იმ­ზე რომ პო­ლი­ტი­კოსს უს­ტვე­ნენ, მაგ­რამ გა­უ­გე­ბა­რია რო­გორ ას­ხვა­ვე­ბენ ზოგ პო­ლი­ტი­კოსს და­უს­ტვი­ნონ და ზოგს არა, მა­შინ როცა არც იმ მე­ო­რე პო­ლი­ტი­კოსს არ გა­უ­კე­თე­ბია იმის მე­ა­თე­დი, რაც ხალ­ხის­თვის შე­უძ­ლია”, - აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩი­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა