თეგებით ძიება

ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთი მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთი მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს - სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ივანიშვილის პარტიის წევრები ანტიდასავლურ მოქმედებებს აგრძელებენ“.

„დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა