თეგებით ძიება

„ამ ადამიანებით მანიპულირება არ ღირს იმიტომ, რომ არავის არ აქვს უფლება, მიიწეროს მათი გამარჯვება“ - მერაბ სეფაშვილი

„რასაც ვუყურებ, ვფიქრობ, ამ ადამიანებით მანიპულირება არ ღირს იმიტომ, რომ არავის არ აქვს უფლება, მიიწეროს მათი გამარჯვება, ეს არის მათი დამსახურება – მათი ნიჭის, შრომის და ჩვენი, ყველას დამსახურება“, – ამის შესახებ მომღერალმა, მერაბ სეფაშვილმა ეროვნული ნაკრების წარმატებაზე საუბრისას „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო. იმიტომ, რომ ძალიან დიდი ეტაპი გაიარეს ბიჭებმა, გავიარეთ ყველამ ერთად. რასაც ვუყურებ, ვფიქრობ, ამ ადამიანებით მანიპულირება არ ღირს იმიტომ, რომ არავის არ აქვს უფლება, მიიწეროს მათი გამარჯვება, ეს არის მათი დამსახურება – მათი ნიჭის, შრომის და ჩვენი, ყველას დამსახურება. იმ გულშემატკივრების, ვისაც უყვარს ფეხბურთი და ვფიქრობ, ეს არის საქართველოს 95% თუ 100 არა.

ასე რომ, მინდა, პირველ რიგში, ყველას მივულოცო. რაც შეეხება იმას, რომ ამას უნდა მოჰყვეს გაგრძელება და დიდი წარმატებები, აბსოლუტურად ვეთანხმები კაპიტან კაშიას, სოლიდარული ვარ და გულით მინდა, რომ ასეც იყოს. ჩემი აზრით, ასეც იქნება იმიტომ, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან და დიდი გამაჯვებების შანსი აქვთ.

იმდენი ახალგაზრდა შევიდა ფეხბურთზე, მათ შორის, ჩემი შვილიც. გამარჯვებები გვჭირდება, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში, ვუყურებთ კიდევაც. ვფიქრობ, წინ არის ბევრი გამარჯვება.

ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობაა მოსული, არა მარტო სპორტში, ნებისმიერ სფეროში, მათ შორის ხელოვნებაში. ჩვენს ქვეყანას დიდი გამარჯვებები წინ აქვს, ჩემს ახალგაზრდა თაობას ამ გამარჯვევებს ვუსურვებ, ისინი ამას იმსახურებენ, თავისი დამოკიდებულებებით ქვეყნისადმი.“ – აღნიშნა მერაბ სეფაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა