მჯერა თქვენი ნიჭიერების, პროგრესულობის, მიზანდასახულობის - თორნიკე რიჟვაძე აბიტურიენტებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმიანება და აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.
„ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე. მჯერა თქვენი ნიჭიერების, პროგრესულობის, მიზანდასახულობის.
თქვენი წარმატება და პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.
კვლავ გავაგრძელებთ ახალგაზრდების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნას. გგულშემატკივრობთ და გისურვებთ წარმატებას“ - აღნიშნავს რიჟვაძე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო