თეგებით ძიება

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ღირსების ორდენზე წარდგენილი სიიდან რიგი ადამიანები არ დაეჯილდოებინა, მისი აფექტური მდგომარეობის კონდიცია იყო - ნინო წილოსანი

სალომე ზურაბიშვილი იმ ნარატივში ჯდება, რომ აუცილებელია ზეიმის დროს რაიმე ნეგატივის შეტანა - თუ ბოლო პროცესებს გადავავლებთ თვალს, ზურაბიშვილი არათანმიმდევრული და არაადეკვატური ნაბიჯებით გამოირჩევა, - ეს კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ნაკრების და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ღირსების ორდენზე წარდგენილი სიიდან რიგი ადამიანები არ დაეჯილდოებინა, “მისი აფექტური მდგომარეობის კონდიცია იყო, რათა პრემიერი-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ პროცესში რაღაც ნეგატივი შეეტანა“.

“მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ამ ჯგუფიდან ვინმეს გამოყოფა წარმოუდგენელი იყო, რადგან ეს გამარჯვების ერთიანი ჯგუფია, მან გადაწყვეტილება შეცვალა და ჯილდო ყველას გადასცა, თუმცა ვერ ავუარეთ გვერდი ლევან კობიაშვილის მიმართ გარკვეულ თავდასხმებს - არ მოსწონთ აღიარონ, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან კობიაშვილი ამ მიღწევის სათავეშია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

2 ივლისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო ჯილდო ყველა წარდგენილ პირს გადაეცა.

27 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღირსების ორდენით დაჯილდოებისთვის ნაკრებისა და ფედერაციის წევრების 53-კაციანი სია გაუგზავნეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ორი განკარგულება გამოაქვეყნა, სადაც ღირსების ორდენით დასაჯილდოებელთა სიაში 40 ადამიანი იყო მითითებული. ამის გამო ზურაბიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა