ყველა აბიტურიენტს მიეწოდება ნაშრომი, ის ტესტი, რაც იყო შეტანილი და აგრეთვე, შეფასების სქემა - ნინო წერეთელი
აბიტურიენტებს მთლიანი ტესტის გასაჩივრებაც შეუძლიათ, მაგრამ ასევე შეუძლიათ თითოეული საგამოცდო საკითხებიდან რაღაც გარკვეული საკითხების გასაჩივრება - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორმა ნინო წერეთელმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„აქვე იმასაც განვმარტავ, მთლიანი ტესტის გასაჩივრებაც შეუძლიათ, მაგრამ ასევე შეუძლიათ თითოეული საგამოცდო საკითხებიდან რაღაც გარკვეული საკითხების გასაჩივრება. პროცესი 26 ივლისს უნდა დამთავრდეს, მაგრამ ცენტრს სრული მზაობა აქვს, თუ საჭირო იქნება დამატებითი სესიების ჩატარების. დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, გამოცხადდება სააპელაციო განაცხადების შემოტანის თარიღები და ის ვადები, როდესაც დაიდება საბოლოო შედეგები. ამის შესახებაც დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას, თითოეულ გამოსაცდელს მივაწოდებთ ინფორმაციას - აღნიშნა ნინო წერეთელმა.