გოლის გატანის შემდეგ თურქი ფეხბურთელის ჟესტმა სკანდალი გამოიწვია - უეფა-მ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
უეფა-მ თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველის, მერიჰ დემირალის ჟესტის გამო გამოძება დაიწყო.
BBC-ის ცნობით, ფეხბურთელმა ევრო 2024-ის ფარგლებში, ავსტრიის კარში გატანილი გოლი ე.წ. მგლის მისალმებით აღნიშნა, რაც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან – "რუხი მგლები". ეს დაჯგუფება დაკავშირებულია თურქეთის მმართველ კოალიციურ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიასთან.
დემირალმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისალმება, რომელიც ავსტრიასა და საფრანგეთში აკრძალულია, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი გოლის გატანის შემთხვევაში:
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დემირალი შეიძლება დაჯარიმდეს ან ჩემპიონატიდან დისკვალიფიცირდეს.