თეგებით ძიება
04. 07. 2024 მსოფლიო

ევროპული ქვეყნები უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებას გეგმავენ

რამდენიმე ევროპული ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი 2024 წლის შემდეგაც გაგრძელდეს, როდესაც კიევსა და მოსკოვს შორის კონტრაქტი იწურება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt იუწყება.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში გამოცემას განუცხადეს, რომ გერმანიის მთავრობა და ევროკომისია ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომლებიც ამ ტრანზიტულ ბუნებრივ აირს იღებენ. ევროკავშირი „გაზპრომთან“ კონტრაქტის გაფორმებას არ გამორიცხავს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ. საუბარია ავსტრიაზე, სლოვაკეთზე, უნგრეთსა და ჩეხეთზე.

დაახლოებით ერთი თვის წინ სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთ-უკრაინის გაზსადენით გაზის ტრანსპორტირებას არ გამორიცხავენ. ერთ-ერთ ვარიანტად აზერბაიჯანული გაზის შეძენა და რუსეთის და უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში მისი ტრანსპორტირება განიხილება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა