თეგებით ძიება
04. 07. 2024 მსოფლიო

რუსეთის გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით მოგვცემს საშუალებას, შეწყვიტოთ ბრძოლა და გადავიდეთ მოლაპარაკებებზე - პუტინი

უკრაინისა და მისი დასავლელი სპონსორების მიერ რუსეთის სამშვიდობო წინადადების მიღება საშუალებას მისცემს ქვეყანას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ წარმოვადგინეთ კონფლიქტის მოგვარების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც, თუკი უკრაინული მხარე და, რაც მთავარია, მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან მიიღონ, მოგვცემს საშუალებას, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ საბრძოლო მოქმედებები, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და დავიწყოთ მოლაპარაკებები“, - აღნიშნა პუტინმა.

მანამდე პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს და მზად იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუ კიევი გაიყვანს ჯარებს რუსეთის ახალი ტერიტორიებიდან და ასევე, უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა