თეგებით ძიება

ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათგან 4 არასრულწლოვანია

წელს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის, 4 არასრულწლოვანია. პენიტენციურ სისტემაში, 2022 წლიდან, "ციფრული უნივერსიტეტი" მოქმედებს. პატიმრებს შეუძლიათ, ონლაინფორმატში, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება, როგორც ბაკალავრიატის, ისე - მაგისტრატურის საფეხურებზე.

"მას შემდეგ, რაც "ციფრული უნივერსიტეტი" დაინერგა სისტემაში, ძალიან გაიზარდა მოთხოვნა, რადგანაც ეს მიმართულება გულისხმობს, ტელეხიდის საშუალებით, ლექტორებთან ურთიერთობას, ლექციებზე დასწრებას, უნივერსიტეტთან კომუნიკაციას. სწავლების ხარისხი არის მაღალი და ეფექტიანი. სწორედ ამიტომ, 45%-ით არის წელს გაზრდილი მოთხოვნა ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მინდა, ყველა მათგანს ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო," - განაცხადა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა