რა შემთხვევაში მოხვდება საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე?
უეფას 2024/2025 წლების ერთა ლიგა ამა წლის სექტემბერში დაიწყება და საკმაოდ მალე, ნოემბერშივე დასრულდება, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან.
იმ შემთხვევაში თუ ჯგუფს მოვიგებთ და საუკეთესო ნაკრებებს შორის მოვხვდებით, მაშინ დანარჩენ სამ გამარჯვებულთან ერთად იმ 12 გუნდს დავემატებით, რომლებიც კლასიკური საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ადგილს დაიკავებენ (მისი წილისყრა ახალი ერთა ლიგის დასრულების შემდეგ, დეკემბერში ჩატარდება).
შესაბამისად, ერთა ლიგის 4 გამარჯვებული და სტანდარტული შესარჩევის 12 მეორეადგილოსანი პლეიოფებს ითამაშებენ, ამ 16 ნაკრებიდან კი საბოლოო საგზურს მხოლოდ 4 გუნდი მიიღებს (ეს პლეიოფები 2026 წლის მარტში შედგება).
ცნობისთვის, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ევროპას 16 გუნდი ეყოლება (12 კლასიკური შესარჩევის პირველი ადგილებიდან და დანარჩენი 4 აღნიშნული პლეიოფებიდან), თავად მუნდიალი კი სამ ქვეყანაში: მექსიკაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება.