"ძველ ამბავს აზიარებენ, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს შეცვლილია სიტუაცია... ბოლოს ბევრი ადამიანი დამხვდა აეროპორტში" - "ჰალკი" მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
დღეს დილას, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი მკლავჭიდელ და არაერთგზის ჩემპიონ ლევან საგინაშვილზე, მეტსახელად "ჰალკი", სადაც წერია, რომ გამარჯვების შემთხვევაში აეროპორტში არავინ დახვდა.
სურათი, სადაც ლევან საგინაშვილი ჩემპიონის ქამრით ხელში აეროპორტშია გადაღებული, რეალურად 2019 წელს არის გადაღებული.
"აეროპორტში არ დავხვდით, მედია არ ახმაურებულა მისი გამარჯვების გამო, აშკარად, სათანადოდ ვერ ვაფასებთ მის ჭეშმარიტ ღვაწლს, არადა, ამასობაში ქართველი "ჰალკი", ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელი გახდა, ყველაზე ძლიერი, ნომერი პირველი. მოდი, გავაზიაროთ მისი ფოტო ჩვენს პირად გვერდებზე ჰეშთეგით. ასე მოვეფეროთ ამ მაგარ ბიჭს, სანამ უფიქრია, რომ მის სამშობლოში ვერ ამჩნევენ".
აღნიშნული პოსტი თავად სპორტსმენმაც გააზიარა, სადაც წერს, "ძალიან გთხოვთ ძველ პოსტებს ნუ აზიარებთ...".