თეგებით ძიება
04. 07. 2024 მსოფლიო

სომხეთი აშშ-სთან ერთად ატომური სადგურის აშენებას გეგმავს

სომხეთი აშშ-სთან ერთად ახალი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, არმენ გრიგორიანმა “სომხეთი - დასავლეთ პარტნიორობა - ევროკავშირი, გამოწვევები და შესაძლებლობები” პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები არსებით ეტაპზე გადავიდა.

“ახალი ატომური სადგურის აშენებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევედით. ახლა აშშ-სთან იურიდიულ-სამართლებრივი სივრცის რეგულირების საკითხს განვიხილავთ, რომლის გარეშეც წინსვლას ვერ შევძლებთ. ამ მომენტისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ ბურთი აშშ-ის მოედანზეა. ველით შეერთებული შტატების შიდა პროცესების დასრულებას და ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას”, - განაცხადა გრიგორიანმა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა