პატრიარქი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა.
ილია მეორემ ნაკრების ფეხბურთელები დალოცა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.