თეგებით ძიება

მგონია, რომ, ჯამურად, სამი ოპოზიციური ცენტრი „ოცნებას“ 10-15 პროცენტით გადაასწრებს - ნიკა გვარამია

"მე მგონია, რომ, ჯამურად, სამი ოპოზიციური ცენტრი „ოცნებას“ 10-15 პროცენტით გადაასწრებს," - ამის შესახებ "რეაქციაში" ნიკა გვარამია საუბრობს.

გვარამიას თქმით, სამი ოპოზიციური ცენტრი შეძლებს "ქართულ ოცნებაზე" მეტ პროცენტს აიღებს არჩევნებზე.

ასე ვხედავ - 35-ით 55-ს. 10-15 კი არა, შეიძლება მეტითაც. რომ ვლაპარაკობთ, რომ 5 პროცენტს ქვემოთ რომ ხალხი დარჩება, იმას მთლიანად „ოცნება“ წაიღებს, ეგეც ტყუილია. ვისაც მეტი ექნება პროცენტი ჯამში, ის უფრო მეტს წაიღებს.

იაგო ხვიჩიას "გირჩი" არანაირ სიაში არ იქნება და აიღებს რაღაც პროცენტს. არ ვიცი, ანა იქნება თუ არა დოლიძე, მე ვგულშემატკივრობ, რომ იყოს, მგონია, რომ სახელისუფლებო პოლიტიკაში ანა რომ იყოს, კარგი იქნება, თითქმის არაფერში არ ემთხვევა ჩვენი აზრები, მაგრამ ანა ნიჭიერი, ქარიზმატული ქალია, რომელმაც უნდა დაიკავოს თავის ადგილი მმართველობით პოლიტიკურ ცენტრში,“ - ამბობს გვარამია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა