თუ იმას მეკითხები, პრემიერ-მინისტრობა მინდა თუ არ მინდა, მე გეუბნები, რომ არ მინდა - ნიკა გვარამია
"თუ იმას მეკითხები, პრემიერ-მინისტრობა მინდა თუ არ მინდა, მე გეუბნები, რომ არ მინდა - ამაზე მეტს ვერ გეტყვი", - ამის შესახებ "რეაქციაში" ნიკა გვარამია აკეთებს.
გვარამიას თქმით, მისი ამბიცია არის ისეთი გაერთიანების შექმნა, რომელიც ივანიშვილის დამარცხებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
მე რაც არ მინდა, ვერავინ ვერ დააყენებს ამ მოთხოვნას ჩემ ნაცვლად.
ჩემი ამბიცია არის, მოვახერხო გაერთიანება და იმგვარი ჯგუფის შექმნა, რომელიც იქნება გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში, ამასთან ვარ ახლოს და მე ამას შევძლებ. დანარჩენი ჩემი ამბიციების ნაწილი არ არის,“ - ამბობს გვარამია.